ზრდასრულთა ჯგუფური მუსიკათერაპია
ზრდასრულების შემთხვევაში მუსიკათერაპიული ჯგუფი ძირითადად ჰომოგენურია და ჯგუფის დაკომპლექტება ხდება სამუშაო საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაძლოა მოგვმართოს ორგანიზაციამ მის მიერ დასაქმებული პირების ჯგუფური მუსიკათერაპიისთვის. ჯგუფური თერაპიების ბენეფიტები ამ შემთხვევაში არის ჯგუფის შეჭიდულობის გაზრდა, ფანტაზიის, შემოქმედებითობის, კრეატიულობის გაზრდა, სტრესის დონის შემცირება, გუნებ-განწყობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის პროფილაქტიკა, შესაბამისად პროდუქტიულობის გაზრდა და ა.შ.


გარდა ამისა ჯგუფი შესაძლოა იყოს სხვადასხვა სირთულის და პრობლემის
დაძლევისთვის შემდგარი: ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობების დროს: ენდომეტრიოზი, გინეკოლოგიური-ონკოლოგია. ჯგუფური მუსიკათერაპია ეფექტურია ტრავმის შემდგომი სირთულეების, ქცევითი და ემოციური დისრეგულაციის დროს; ზრდასრულთა ჯგუფური მუსიკათერაპიის დროს ხდება მუშაობა დაქვეითებული გუნებ-განწყობის, დაბალი თვითშეფასების, თვითკომპეტენციის, თითეფექტურობისა და თვითაღქმის სირთულეებზე, სწორი დაძლევის მექანიზმების გამომუშავებაზე და ა.შ.