„საქველმოქმედო ფონდი აი ია“, „საბავშვო ბაღი პატრონუსი“ 

ფონდის დახმარებით ბაღის აღმზრდელებისთვის სემინარი „ქართული სიმღერა-თამაშების“ წიგნის პრაქტიკაში გამოყენების სემინარი ჩატარდა. სემინარზე ასევე ისაუბრეს ნორდოფ - რობინსის მუსიკათერაპიის მეთოდზე. სემინარს უძღვებოდნენ ქ-ნი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, სალომე ხუციშვილი, თაკო ჟორდანია.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ 

2021 წლის 24 მარტს ასოციაციასა და ბეკარს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მთავარი მიზანია ასოციაციის წევრ დაუნის სინდრომის მქონე პირებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მუსიკათერაპია სპეციალური პირობებით

მე-200 საჯარო სკოლა პანსიონი

2021 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მხარდაჭერით სკოლაში ჯგუფური და ინდივიდუალური მუსიკათერაპია ტარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარი“-ს თანადამფუძნებელთან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში მუსიკალური თერაპიის მეთოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციურია.

„ოზურგეთოს მუნიციპალიტეტის მერია“, „საქველმოქმედო ფონდი აი ია“ 

2022 წლის 28 თებერვალს მუნიციპალიტეტს, ფონდსა და ბეკარს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბების მიზნით.

სმენის კვირეულისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღინისძიება ოზურგეთში

 ბაღისა და სკოლის მასწავლებლებისათვის წიგნის „ქართული სიმღერა-თამაშები“ პრეზენტაცია და მისი პრაქტიკაში გამოყენების ვორკშოპი ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჩატარდა უფასო ჯგუფური და ინდივიდუალური მუსიკათერაპიული სეანსები. ასევე, მოეწყო ინტერაქციული შეხვედრა ბავშვის განვითარებისა და მუსიკათერაპიის შესახებ მშობლებისთვის. სემინარს ცენტრის ნეიროფსიქოლოგი სალომე ხაბურზანია და მუსიკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი უძღვებოდნენ.