ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის მუსიკათერაპია?
თითქმის ყველა მდგომარეობის ადამიანისთვის.
მათ შორის პირები: განვითარების დარღვევით, სპეციალური საჭიროებით. პირები პიროვნულ-სოციალური და ემოციური სფეროს სირთულეებით.
მუსიკათერაპია წარმატებულად მუშაობს ჯანმრთელობის მენეჯმენტის კუთხით და გამოიყენება, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფილაქტიკის, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვის პროცესში.
არის თუ არა ასაკი შეზღუდული?
ასაკი არ არის შეზღუდული. მუსიკათერაპიის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკი ადამიანს:
ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები, ხანდაზმულები.
თერაპია ინდივიდუალურია, თუ ჯგუფური?
მუსიკათერაპია შესაძლოა იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური ის, თუ რომელი ტიპის თერაპიას მიიღებს თერაპიის მიმღები, განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
რამდენი თერაპიისგან შედგება კურსი?
თერაპიის ერთი სრული კურსი მოიცავს 22 თერაპიას.
არის თუ არა საჭირო რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი მუსიკათერაპიის მისაღებად?
მუსიკათერაპიის პროცესში ჩართვა არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ნიჭს და რომელიმე ინსტრუმენტის ფლობას. თუმცა სასურველია მუსიკის სიყვარული.
სად მდებარეობს მუსიკათერაპიის ცენტრი?
თბილისი, ტ. აბიძის #106