ბავშვთა და მოზარდთა ინდივიდუალური მუსიკათერაპია

მუსიკათერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან გამოიყენება სხვადასხვა ეტაპზე როგორც განვითარების დარღვევის, ასევე ტიპური განვითარების დროს - ადრეული განვითარება, წინა სასკოლო პერიოდი, სასკოლო პერიოდში როგორც აკადემიური, ასევე სოციალურ-პიროვნული სირთულეების დასაძლევად.
ინდივიდუალური მუსიკათერაპიული პროცესის დროს აქცენტირება ხდება თერაპიის მიმღების ძლიერ მხარეებზე, უკვე არსებულ რესურსზე დაყრდნობით დეფიციტური სფეროების გაუმჯობესება. მუსიკათერაპიული პროცესის დროს ხდება სპონტანური თვითგამოხატვა და ინტერაქცია მუსიკის მეშვეობით.

თერაპიულ პროცესში უმჯობესდება ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, შემეცნებითი ფუნქციები, ენა და მეტყველება, როგორც რეცეპტული, ასევე ექსპრესიული, ყურადღების კონცენტრირების უნარი, იმპულსის შეკავება, ქცევისა და ემოციის თვითრეგულაციის უნარი, ერთობლივი თამაშის უნარი. უმჯობესდება სოციალური ცნობიერება, კომპეტენცია, ხდება სენსორული აღქმის ზღურბლების ნორმალიზება და ა.შ. მოზარდების შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგები აქვს აფექტის რეგულაციის, იმპულსური ქცევების რედუქციის კუთხით, ასევე კარგად მუშაობს დევიაციური და ანორმული ქცევების, ბულინგის პრობლემის დროს - როგორც სუბიექტთან, ასევე ობიექტთან. აღსანიშნიავია, რომ მუსიკათერაპიის პროცესში ჩართვა, არ მოითხოვს მუსიკალურ განათლებას, ნიჭს და რომელიმე ინსტრუმენტის ფლობას. მუსიკის სიყვარული სრულიად საკმარისია.