ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური მუსიკათერაპია
ჯგუფური მუსიკათერაპიის მიზნები განისაზღვრება ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე. ჯგუფური მუსიკათერაპიის დროს ჯგუფის მედიატორი არის მთავარი მუსიკათერაპევტი, რომელსაც ეხმარება კოთერაპევტი. ძირითადად ჯგუფის დაკომპლექტება ხდება იმ ბავშვთა ან მოზარდთა მიერ, რომლებიც ფლობენ გარკვეულ მინიმალურ მზაობას ჯგუფში ჩართვისთვის. ჯგუფური მუსიკათერაპიის დროს ხდება მიზანმიმართული მუშაობა პიროვნულ-სოციალური სფეროს გაუმჯობესებაზე, კომუნიკაციური უნარების დახვეწასა და სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესებაზე.


თუმცა სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისას მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ტრენინგი როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება, მოტორიკა, ერთობლივი თამაშის უნარები, იმპულსის შეკავება და ა.შ. ჯგუფური თერაპია ჯგუფის წევრებს აძლევს საშუალებას შევიდნენ მუსიკალურ ურთიერთობაში სხვა წევრებთან. პროცესში ისინი გამოიმუშავებენ თავის დაცვის სტრატეგიებს, შეიცნობენ საკუთარ სივრცეს. ჯგუფის წევრები ერთმანეთს პიროვნული თვისებების მიხედვით აღიარებენ, რაც განამტკიცებს საკუთარი თავის რწმენას და დადებითად აისახება თვითშეფასებაზე. სხვა წევრების აღიარებით, ბავშვები უკეთ სწავლობენ თავის წარმოჩენასა და გამოხტვას, უადვილდებათ კომუნიკაცია თანატოლებთან და ზრდასრულებთან.