ჩვენი ისტორია

„ბეკარი“ საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიული ცენტრია. ცენტრი 2020 წლის ოქტომბერში დაარსდა „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელის ქ-ნი ნანა გოთუას და გერმანიაში მოღვაწე მუსიკათერაპევტის, ფსიქოთერაპევტისა და ონკოფსიქოლოგის, ქ-ნი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილის მიერ. დაარსებიდან დღემდე უამრავმა ადამიანმა შეძლო მაღალპროფესიონალური, ევროპული ხარისხის მუსიკათერაპიის მიღება.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს შეგრძნებების, აზრების, იდეების, ცოდნის და შესაძლებლობების უსაზღვრო სიმდიდრე, განუსაზღვრელი რესურსი და მიუხედავად არსებული სირთულეებისა, თითოეულ ადამიანს შეუძლია ჯანსაღი, დაბალანსებული და პროდუქტიული ცხოვრების მიღწევა. გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არის ერთგვარი „მუსიკალური ბავშვი“ და უკეთესი ცხოვრების ხარისხის მიღწევაში მუსიკის თერაპიული გზით გამოყენებას უდიდესი ძალა აქვს.

_DSC6106
Screen Shot 2022-04-19 at 11.43.38

ჩვენი მისია და მიზანი

ბეკარის მისიაა მუსიკათერაპიის საქართველოში დამკვიდრება, დანერგვა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ცენტრის მიზანი ინდივიდების და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური სფეროების გაუმჯობესებით და ამ სფეროებს შორის ჰარმონიული ფუნქციონირების მიღწევით, ინდივიდისა და საზოგადოებების ზოგადი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდა.